|
2025-04-06 10:33:07, 966 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან 45 მოქალაქე დაიბრუნა
უკრაინამ თავისი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე რუსეთიდან და ბელარუსიდან 45 მოქალაქე დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრი ლუბინეცი Telegram-ზე წერს. ლუბინეცის თქმით, უკრაინის დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის არიან სპეციალური საჭიროებების მქონე პირები, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად დატოვების საშუალება არ ჰქონდათ. მათ შორის 10 ადამიანს ქრონიკული დაავადებები აქვს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ხოლო 23 ადამიანის ევაკუაცია სპეციალური ტრანსპორტისა და სამედიცინო გუნდის თანხლებით მოხდა. ომბუდსმენის ცნობით, დაბრუნებული მოქალაქეების უმეტესობა ხანშიშესულია, მათ შორის ყველაზე ასაკოვანი 93 წლისაა. "უკრაინის ომბუდსმენის ოფისის, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი მუშაობის წყალობით მოხერხდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიებიდან უკრაინის 45 მოქალაქის უსაფრთხოდ დაბრუნება". - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაბრუნებული მოქალაქეების ნაწილი ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტული რეჟიმების მხრიდან დევნის მსხვერპლი იყო. ლუბინეცი განმარტავს, რომ, კერძოდ, ერთ-ერთი ოჯახის წევრი ოკუპანტებმა გაიტაცეს და წამებით მოკლეს.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)