|
2025-04-05 10:23:02, 1356 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს
რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 14 დაღუპულია, მათ შორის 6 ბავშვი, რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 აპრილს უკრაინულ ქალაქ კრივი რიჰზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას. „რუსულმა რაკეტამ ჩვეულებრივ ქალაქს დაარტყა, პირდაპირ მოხვდა ქუჩას, სადაც საცხოვრებელი შენობებია. წინასწარი ანგარიშებით, სავარაუდოდ, ეს ბალისტიკური რაკეტით დარტყმა იყო. ამ მომენტისთვის 14 გარდაცვლილი დადასტურებულია, მათ შორის ექვსი ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, როგორც მინიმუმ ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. რუსული დარტყმები ყოველ დღე ხდება. ხალხი ყოველდღე კვდება. რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას ვხედავთ. მთელი მსოფლიო ხედავს ამას. ყოველი რაკეტა, ყოველი თავდასხმითი დრონი ადასტურებს, რომ რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს. მხოლოდ მსოფლიოს ზეწოლას რუსეთზე, ყველა ძალისხმევას უკრაინის გასაძლიერებლად, ჩვენს საჰაერო თავდაცვასა და ჩვენს ძალებს - შეუძლია განსაზღვროს, როდის დასრულდება ომი. შეერთებულ შტატებს, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს აქვთ უნარი აიძულონ რუსეთი მიატოვოს ტერორი და ომი და ეს უზრუნველყოფილ უნდა იქნას - მშვიდობა საჭიროა”, - წერს ზელენსკი.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)