|
2025-03-30 10:13:03, 1520 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის იერიშებზე - ძლიერი რეაქცია არის საჭირო ამერიკის, ევროპის მხრიდან
გასულ ღამეს 172 მოიერიშე დრონი იყო, ასზე მეტი, ეს Shahed-ებია. ფაქტობრივად ყოველდღე ახლა დრონების ასეთი მასშტაბური იერიშებია, კიდევ სარაკეტო საფრთხეები, ბალისტიკა. პარტნიორებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს რუსული იერიშები ურტყამს არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, არამედ ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, დიპლომატიას, რომლითაც ვცდილობთ, რომ ეს ომი დავასრულოთ. რუსეთს ეს იერიშები მიაქვს ყველას პოზიციებზე, ვისაც ომის დასრულება სურს. შეუძლებელია ყოველ ღამით ასობით Shahed-ის უგულებელყოფა. სერიოზულ რეაქციას ველით. რეაქციაზე ვმუშაობთ. ძლიერი რეაქცია არის ძალიან საჭირო, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის, ევროპის, მსოფლიოში ყველასი, რომელმაც დიპლომატიაზე ფსონი დადო. რუსეთს მშვიდობა უნდა დააძალო და მხოლოდ იძულება იმუშავებს. ზედმეტად დიდი ხანია, რაც ამერიკის შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაგიდაზე არის შემოდებული, რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხის გარეშე. ეს მრავლისმთქმელია. ცეცხლის შეწყვეტა უკვე მოხერხდებოდა, რუსეთზე რომ რეალური ზეწოლა ყოფილიყო. თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)