|
2025-03-28 09:08:35, 1366 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - აშშ-ს ეგიდით უკრაინაში დროებით მთავრობის დანიშვნა შესაძლოა განვიხილოთ
დონალდ ტრამპს გულწრფელად სურს უკრაინის კონფლიქტის დასრულება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ჩემი აზრით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს გულწრფელად სურს ამ კონფლიქტის დასრულება“, – აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, მაგრამ იმ პირობით, რომ ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, იმუშაოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, მათ შორის ევროპასთან, მაგრამ აღარ დაუშვებს შეცდომებს დასავლეთისადმი ზედმეტი ნდობით. „ჩვენც მზად ვართ, ვიმუშაოთ ევროპასთან, ისინი უბრალოდ არათანმიმდევრულად იქცევიან, მაგრამ არა უშავს, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ. იმედია, არ დავუშვებთ შეცდომებს ჩვენი ე.წ. პარტნიორების გადაჭარბებული ნდობის გამო“, – აღნიშნა პუტინმა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ახლა არალეგიტიმურია უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ეს კი მათთან შეთანხმებას უშედეგოს ხდის. „ისინი დღეს ნამდვილად არ არიან ლეგიტიმურები უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად. იქ არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. არადა, კონსტიტუცია ისეა შემუშავებული, რომ ყველას ნიშნავს პრეზიდენტი, მათ შორის რეგიონულ ხელისუფლებას. თუ ის თვითონ არის არალეგიტიმური, მაშინ ყველა სხვაც არალეგიტიმურია. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვისთან უნდა მოეწეროს ხელი გარკვეულ დოკუმენტებს და ჯერაც არ არის ნათელი, რა ძალაუფლება აქვთ მათ, რადგან ხვალ სხვა ლიდერები ეყოლებათ, რომლებიც არჩევნების გზით მოვლენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებები რუსეთს არ დაუწყია. „ჩვენ არ ვიყავით საომარი მოქმედებების დაწყების ავტორები და ინიციატორები. ეს დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირეს დასავლეთის ქვეყნებმა. ამას კი შემდეგ, ფაქტობრივად, საომარი მოქმედებები მოჰყვა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)