|
2023-07-19 16:00:24, 1586 ნახვა
რეგიონი
უშანგი ყურაშვილმა სოფელ ხოვლეში ძიუდოს ჯგუფს სპორტული ინვენტარი გადასცა
ვეტერანებს შორის ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა უშანგი ყურაშვილმა სოფელ ხოვლეში ახლად ჩამოყალიბებულ ძიუდოს ჯგუფს კიმანოები, სამბოს ჩოხები და სავარჯიშო სპორტული ინვენტარი გადასცა. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უშანგი ყურაშვილი მოჭიდავეებს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან, ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ თამაზ ხუციშვილთან, საკრებულოს დეპუტატებთან გიორგი მჭედლიშვილთან, სოსო მამულაშვილთან და ალექსანდრე ბიძინაშვილთან ერთად ვარჯიშის დროს სტუმრობდა. "უშანგი ყურაშვილი - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მკვიდრი - ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანებს შორის, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი. ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც შრომობს თავდაუზოგავად და მოქმედებს სხვების სასარგებლოდ არაფრის მოლოდინის გარეშე. დიახ, ასეთი გახლავთ უშანგი ყურაშვილი, რომელიც აქტიური სპორტული ცხოვრების შემდეგ აქტიურ ქველმოქმედებას ეწევა და ზრუნავს ქართული ჭიდაობის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. მეცენატის უახლესი ქველმოქმედება 18 ივლისს, სოფელ ხოვლეში ახლად ჩამოყალიბებული ძიუდოს ჯგუფის (მწვრთნელი ბექა მიქუტიშვილი) ბავშვებისთვის გადაცემული კიმანოები, სამბოს ჩოხები და სავარჯიშო სპორტული ინვენტარია. უშანგი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ შედეგი ყოველთვის მიიღწევა სრულყოფილი ვარჯიშით, პასუხისმგებლობით და პატარა მოჭიდავეებს ამის გათვალისწინება სთხოვა. თავის მხრივ კი, სამომავლოდ მეტ ხელშეწყობას დაპირდა",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში. მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისურაძემ უშანგი ყურაშვილს ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. "დღევანდელი დღე არის არა მარტო ქველმოქმედება, არამედ მოტივაციაა რომელიც აუცილებელია ბავშვების მომავლისთვის. მადლობა ამისთვის უანგარო მეცენატს უშანგი ყურაშვილს და სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლიანა ჯალალს სპორტული დარბაზით უსასყიდლოდ სარგებლობისთვის",- განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)