|
2023-06-30 16:53:35, 1435 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტიდან 2023 წლის „ეტალონი მოსწავლე“ ზვარის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე გათენაძე გახდა
ქედის მუნიციპალიტეტიდან 2023 წლის „ეტალონი მოსწავლე“ ზვარის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე გათენაძე გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რესუსრსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი და პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ეტალონში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდნენ. „l ადგილი - ზვარის საჯარო სკოლა მათე გათენაძე; ll ადგილი - ცხმორისის საჯარო სკოლა ანრი მამუჭაძე; lll ადგილი - მახუნცეთის საჯარო სკოლა საბა დიასამიძე. გამარჯვებულ მოსწავლერებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ,,ეტალონის" პირველი და მეორე დისტანციური კონკურსების შედეგად 27 მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლე გამოვლინდა. „ეტალონი“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უნარ-ჩვევების განვითარება. ეტალონის შემაჯამებელი ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში ვიდეოპლათფორმის საშუალებით 12 ივლისს გაიმართება“,- აღნიშNულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმციაში.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)