|
2023-06-25 15:22:28, 1493 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მეზღვაურებს დღესასწაული მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა. აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საზღვაო სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რეგიონის ახალგაზრდების მეტ ჩართულობას ამ პროფესიის არჩევისას. "გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომელიც განსაკუთრებით აღინიშნება ჩვენს ქალაქში, ბათუმში. მეზღვაურის პროფესია არის მამაცი ადამიანების არჩევანი, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ყველას ოცნება გახლავთ, რომ საქართველომ დაიბრუნოს ფლოტი, რომლითაც ყველა ვიამაყებთ. გავაგრძელებთ ამ მართლაც სტრატეგიული დარგის გაძლიერებას და მეზღვაურთა მხარდაჭერას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა ჯილდოები გადასცეს შორეული ნაოსნობის მოქმედ და ყოფილ მეზღვაურებს. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები. საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით ბათუმში გაიმართა საზღვაო აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით, ასევე სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვის განახლებული სიმულატორის პრეზენტაცია.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)