|
2023-06-14 16:54:45, 1482 ნახვა
რეგიონი
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე ქედაში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე ქედაში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქედის კულტურის ცენტრში დღის ცენტრი "თანასა" და ორგანიზაცია "ხელი ხელს" შშმ ბენეფიციარების გამოფენა გაიმართა, რომელშიც საგანმანათლებლო ორგანიზაცია ა(ა)იპ მწიგნობარის წრის "ფერთა სამყაროს მოსწავლეები" მონაწილეობდნენ. "ღონისძიების ფარგლებში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში ტრენინგი თემაზე „თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები" გაიმართა, რომელსაც სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, შშმ პირთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა მიმართ მართებული მიდგომების, ტერმინების, სწორი დამოკიდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა წარმოადგენდა. ნამუშევრების გამოფენა ქედაში ა(ა)იპ ,,ჩვენ ყველაფერი შეგვიძლიას" ორგანიზებით გაიმართა, ხოლო ტრენინგი კი ქედის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა",- ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)