|
2023-06-12 11:40:21, 1554 ნახვა
რეგიონი
აჭარის შესახებ სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ისრაელსა და პოლონეთში გამოქვეყნდება
აჭარაში მოგზაურობის შესახებ ებრაელი და პოლონელი ჟურნალისტები მასალებს ამზადებენ. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ჟურნალისტები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხეს, დელფინარიუმს, ასევე მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი ღვინო და კერძები დააგემოვნეს, ფოლკლორ შოუს დაესწრნენ და ქედის ტურისტული ადგილები მოინახულეს. პრესტურის ბოლოს ჟურნალისტებმა მტირალას ეროვნული პარკი დალაშქრეს და იქ არსებული ტურისტული სერვისებით ისარგებლეს. „მედიატურის მონაწილეებს შორის არიან პოლონეთისა და ისრაელის წამყვანი ვებპორტალების, ტელევიზიის, რადიოს ჟურნალისტები და ცნობილი ბლოგერები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ივნისის განმავლობაში გამოქვეყნდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით პრეს-ინფოტურების ორგანიზებას სამიზნე ქვეყნებიდან აქტიურად გააგრძელებს. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი ჟურნალისტები. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმროდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)