|
2022-06-17 11:55:53, 2545 ნახვა
კომენტარი
ზაზა შათირიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა, როგორც მზრუნველმა დედამ, მისდამი ბიძინა ივანიშვილის ამაგი უმალვე დაივიწყა
სალომე ზურაბიშვილმა, როგორც მზრუნველმა დედამ, მისდამი ბიძინა ივანიშვილის ამაგი უმალვე დაივიწყა და სასწრაფო წესით განუდგა, თან როგორ, უფროსების დავალებით, პირდაპირ სააკაშვილსა და გვარამიას გაუტოლა,- ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, რისი გაფუჭებაც პრეზიდენტს შეუძლია, სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებაა. "სალომე ზურაბიშვილის თვითლუსტრაციამ და ბიძინა ივანიშვილზე მისმა გალაშქრებამ ჩემი ლოგიკა ამერიკული ომის სცენარის შესახებ კიდევ ერთხელ გაამყარა. როგორც გაირკვა, ამერიკელებს ჯერ სალომეს ზურაბიშვილის ერთი შვილი დაუწინაურებიათ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ახალგაზრდა კაცისთვის მთელი ამერიკა და აზია ჩაუბარებიათ, ხოლო მალევე მეორე შვილი ფრანს24-ის კორესპონდენტის სტატუსით, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ თეთრ სახლში გაუმწესებიათ. სალომე ზურაბიშვილმაც, როგორც მზრუნველმა დედამ, მისდამი ბიძინა ივანიშვილის ამაგი უმალვე დაივიწყა და ჯერ დეპუტატად, ხოლო მერე პრეზიდენტად მის გამამწესებელს სასწრაფო წესით განუდგა. თან როგორ, უფროსების დავალებით, ეს კაცი პირდაპირ სააკაშვილსა და გვარამიას გაუტოლა. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და აქ პრეზიდენტს მხოლოდ მცირეოდენი უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული, თორემ სალომე ზურაბიშვილს ბევრ ისეთ რამეს გააკეთებინებდნენ, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. ასე კი, ძალაუფლებასა და ხალხის ნდობას მოკლებულ სალომე ზურაბიშვილს ბევრის გაფუჭების რესურსი არა აქვს. ერთადერთი, რისი გაფუჭებაც მას შეუძლია, სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებაა. ნაციონალებს და მის მეგობრებს, მათ შორის ლომჯარიას, ენჯეოებს და სხვებს გვარამიას შეწყალების ამბავზე მთელი კამპანიაც კი აქვთ დაწყებული. საიდან იმართება ეს ყველაფერი, რთული გამოსაცნობი არაა. ჩემი ინფორმაციით, ამერიკელები სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებას ძალიან მალე მოსთხოვენ და არა მგონია, სალომე ზურაბიშვილმა ეს დავალება თეიმურაზისა და ქეთევანის კარიერაზე გაცვალოს. მოკლედ, სალომე ზურაბიშვილს თავის „არას და არასოდესს“ ძალიან მალე წააღებინებენ უკან",- ამბობს ზაზა შათირიშვილმა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)