|
2022-01-27 14:12:09, 1657 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ფოტოვოლტური ელექტროსადგური დამონტაჟდება
საქართველოს თავდაცვის ძალებში უახლოეს პერიოდში მზის ენერგიის პანელების დამონტაჟება დაიწყება. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის უწყებამ ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან გრანტი მიიღო, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ფოტოვოლტური ელექტროსადგურის მოწყობას მოხმარდება. თავდაცვის მინისტრმა საგრანტო განაცხადის დამტკიცების შესახებ ოფიციალური წერილი სააქციო საზოგადოებისგან „ვიასოლის ენერგია“ მიიღო. "ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საგრანტო პროექტი კარბონის დიოქსიდის ემისიის შემცირების მიზნით, ვაზიანში მზის ენერგიის პანელების დამონტაჟებას ითვალისწინებს. პროექტის დაფინანსება კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საგრანტო თანხა 417 384 ევროს შეადგენს, რომელიც ვაზიანში 500 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური ელექტროსადგურის დამონტაჟებას მოხმარდება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 673 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს, დარჩენილ თანხას კი, სააქციო საზოგადოება „ვიასოლის ენერგია“ გაიღებს. პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც მხარეთა ვალდებულებებს განსაზღვრავს. თავდაცვის უწყება აქტიურად გეგმავს ელექტროენერგიის მიღების ეკოლოგიურად სუფთა, ალტერნატიული წყაროების გამოყენებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ხარჯების დაზოგვას და შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. პროექტის განხორციელება სამომავლოდ ყველა დიდ ბრიგადაში იგეგმება." - ნათქვამია ინფორმაციაში.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)