|
2021-11-25 13:27:18, 2612 ნახვა
სამხედრო
ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე კანადის ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში კანადის ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ფილიპ საუვეს უმასპინძლა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალმა კანადელ სტუმარს ახალ თანამდებობაზე დანიშვნდა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მათივე ინფორმაციით, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სამხედრო სფეროში საქართველოსა და კანადის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით კანადელ დიპლომატს თანამშრომლობის პროცესში ჩართულობა სთხოვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობის მიმართულებებს, განსაკუთრებით სამხედრო წვრთნებისა და განათლების კუთხით. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ამჟამად ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებას Maple Arch 2021, რომელიც კანადური მხარის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ტარდება. გენერალმა კანადის თავდაცვის ატაშეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატოს მეტ ჩართულობას, მათ შორის სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)