|
2022-12-06 00:26:16, 1731 ნახვა
საზოგადოება
როგორ ვუმკურნალოთ ბრტყელტერფიანობას?
ბრტყელტერფიანობა მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა. ამ დაავადების დროს ტერფი დეფორმაციას იღებს და ამორტიზაციის უნარსაც კარგავს, რის გამოც ადამიანებს სიარულისას ძლიერი დაღლა და ტკივილი აწუხებთ. გარდა ამისა, ბრტყელტერფიანობას სხვა სერიოზული დაავადებების გამოწვევაც შეუძლია, რადგან ტერფი სხეულის ფუნდამენტია და მასთან დაკავშირებული ცვლილებები ძვალ-სახსროვანი სისტემისა და მთელი კონსტრუქციის დარღვევას განაპირობებს. სპორტული აქტივობების, პროფესიული დატვირთვის ან ორსულობის დროს მიზანშეწონილია საპროფილაქტიკო სუპინატორის ტარება. ისეთი პრობლემების არსებობისას კი, როგორიც სქოლიოზი, რევმატული დაავადებები და ტერფის სხვა პათოლოგიებია, სამკურნალოდ მყარი სუპინატორი ან ინდივიდუალური ღაბაში უნდა გამოვიყენოთ. სად შევიძინოთ სუპინატორები? კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში მზა ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს მყარ და სილიკონის სუპინატორებს, როგორც საპროფილაქტიკოდ, ასევე სამკურნალო დანიშნულებისთვის. მათი შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” 13 ორთოპედიულ მაღაზიაშია შესაძლებელი. თუ თვლით, რომ თქვენთვის ინდივიდუალური ღაბაშის დამზადებაა საჭირო, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური სუპინატორის დამზადების სერვისს სთავაზობს. თავდაპირველად, ტარდება ტერფის დიაგნოსტიკა უახლესი თაობის Diasu-ს აპარატურის საშუალებით.კვლევა ხდება როგორც უძრავ მდგომარეობაში,ტერფის სკანირებით, ასევე, ბაროპოდომეტრიულ ბილიკზე სიარულისას. მიღებული შედეგი სრულფასოვან და ამომწურავ ინფორმაციას იძლევა ტერფის მდგომარეობის შესახებ,ექიმი კი შედეგების საფუძველზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ როგორი სახის სუპინატორი სჭირდება პაციენტს, ინდივიდუალური თუ მზა - სტანდარტული. ბრტყელტერფიანობის არსებობის დროს აუცილებელია, რომ მყისიერად დაიწყოთ მისი მკურნალობა, პირველ რიგში, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან და დროულად დაიწყეთ სუპინატორების გამოყენება, ვინაიდან, ეს პროდუქცია, გარდა კომფორტული გადაადგილებისა, ბრტყელტერფიანობის შედეგად გამოწვეული დაავადებების პრევენციას უზრუნველყოფს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)