|
2020-03-27 19:49:25, 2195 ნახვა
კომენტარი
მარინა ეზუგბაია - შემიძლია გითხრათ, რომ დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა ისევ 81 დაინფიცირებული გვყავს
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია გვაცნობებს, რომ საღამოს მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მაგარმ მათ ასევე 4 მძიმე პაციენტი ჰყავთ. „ჩემთვის სასაიამოვნოა, რომ გითხრათ დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა, ეს იმას ნიშნავს, რომ როგროც დილას იყო დაფიქსირებული საქართველოში 81 დადასტურებული ინფიცირებული კორონავირუსის შემთხვევა, საღამოს მონაცემებიც იგივეა ჯერ-ჯერობით. 81 შემთხვევიდან ჩვენთან 32 პაციენტი მკურნალობს, 13-მა პაციენტმა კი დატოვა ჩვენი კლინიკა და იმყოფება თვითიზოლაციაში. ყველა გაჯანმრთელებული პაციენტი კლინიკიდან გაწერის შემდეგაც აგრძელებს თვითიზოლაციაში ყოფნას 14 დღის განმავლობაში. რაც შეეხება ბოლოს დაინფიცირებული პაციენტების ჯამრთელობის მდგომარეობას, უცვლელია. ჩვენ ამ ეტაპზე 4 მძიმე პაციენტი გვყავს, ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონი განსაკუთრებით მძიმეა. ჯერ არ დასტაბილიზირებულა და გარკვეულ წილად პროგესირება გვაქვს. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კი დღის განმავლობაში არ გაუარესებულა, თუმცა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესდეს, მაგრამ ვიმედოვნებ ეს არ მოხდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)