21:26 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 16:26:43, 5601 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოში ყოველ მე-5 ბენზინგასამართ სადგურზე, სტანდარტებთან შეუსაბამო დიზელის საწვავი იყიდება

„მას შემდეგ,  რაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეიქმნა ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, მუდმივად ვსაუბრობთ საქართველოში საწვავის ხარისხთან დაკავშირებულ მასშტაბურ პრობლემებზე“, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, საწვავის ხარისხი რჩება ნავთობსექტორისათვის უმთავრეს გამოწვევად. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ატარებს გარკვეულ მონიტორინგს ავტოგასამართ სადგურებსა თუ ნავთობბაზებში, პრობლემა მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. 

„2019 წლის მონაცემებით, სამინისტროს მიერ აღებულ იქნა დიზელის საწვავის 270 სინჯი 188 გასამართი სადგურიდან. 61 სინჯის შემთხვევაში, დიზელის საწვავში, გოგირდის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს! ასევე - აღნიშნულ სინჯებში დაშვებულ ნორმასთან შეუსაბამო იყო სიმკვრივის მაჩვენებელიც - რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს კომპლექსურ შეუსაბამობასთან.  რიგ შემთხვევებში გოგირდის მაჩვენებელი ქვეყანაში დასაშვებ ზღვარს თითქმის 30-ჯერ აღემატება, ხოლო ევროპაში მოქმედ დიზელის სტანდარტს - 150-ჯერ. მისასალმებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება აღნიშნულ სინჯებთან დაკავშირებული მასალების საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნის თაობაზე“, - განაცხადეს ნავთობის ასოციაციაში.

მათი ინფორმაციით, პრობლემის სიმწვავე კიდევ უფრო თვალშისაცემია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში აქტიურად ხორციელდება ბენზინის იმპორტი ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან, რაც  გვაძლევს საფუძველს მოვუწოდოთ სამინისტროს გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებითაც სინჯების აღებისა და ანალიზების ინტენსიურად ჩატარების კუთხით.

„დგება დრო, როდესაც სახელმწიფომ მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას საწვავის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ: უხარისხო საწვავის იმპორტის დაშვება სრულად ანგრევს კეთილსინდისიერი ბიზნესის წარმოების ფუნდამენტურ პრინციპებს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში, ქმნის არაჯანსაღ და არაკონკურენტულ გარემოს, აზარალებს კეთილსინდისიერ მოთამაშეებს - უპირველეს ყოვლისა ბრენდულ კომპანიებს, რომელთა ავტო-გასამართ სადგურებზე, მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული ხარისხის შესაბამისი საწვავი იყიდება. და რაც ყველაზე მთავარია - უხარისხო საწვავი საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.  აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ  არათანასწორ თამაშის წესებზე საუბრისას არამხოლოდ ბრენდული კომპანიების სახელებს ვგულისხმობთ, არამედ ამ კომპანიებში დასაქმებულ ათასობით ადამიანს, რადგან უსამართლო კონკურენცია, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათ სამუშაო ადგილებს უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა  შავლეგ მიშველაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics