03:16 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 17:48:44, 664 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ომში დაღუპული 12 გმირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ომში დაღუპული 12 ჯარისკაცი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით  დაკრძალეს. 
ომში დაღუპული გმირების გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ, ცხედრები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის კონტროლირებადი ტერიტორიიდან წითელი ჯვრის დახმარებით გადმოასვენეს.
1992-93 წლებში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას გარდაცვლილი 11 ადამიანისა და აჩადარაში ბრძოლებისას დაღუპული სამხედროს იდენტიფიცირება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მოხდა, საიდანაც ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგნლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics