|
2020-03-27 16:11:44, 1738 ნახვა
კომენტარი
ბადრი ჯაფარიძე - კორონავირუსის გამო, საქართველოს ეკონომიკას 6 მილიარდი ლარის მოცულობის რესურსი სჭირდება
პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად საქართველოს ეკონომიკას 6 მილიარდი ლარი სჭირდება. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ 3 მილიონი ლარის მოცულობის საგარანტიო ფონდი უნდა შეიქმნას. „ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად საქართველოს ეკონომიკას სჭირდება 6 მილიარდი ლარის მოცულობის რესურსი. პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ რესურსის და საზოგადოდ ნებისმიერ ეკონომიკურ ნაბიჯს უნდა ჰქონდეს მიზანი, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რომელთა შემცირება მოხდება და ხდება კიდეც ვირუსის გავრცელების გამო. აუცილებელი იქნება 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდის შექმნა სახელმწიფოს მიერ. ეს ფონდი მოემსახურება იმას, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების აკრედიტება გაგრძელდეს აქტიურად, რომ მათ შეძლონ გამოსვლა იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოჩნდნენ პანდემიის გამო. ეს რესურსი უნდა იქნას მოძიებული ბიუჯეტში არსებული ნაკლებად პრიორიტეტული ხარჯების შემცირების გზით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)