|
2020-03-27 15:32:21, 2139 ნახვა
კომენტარი
ბოკერია იმნაძისა და გამყრელიძის კომენტარზე - ასეთივე მკაცრი შეფასებაა საჭირო მაშინ, როცა ერთი კოვზით ზიარებაზეა საუბარი
„ასეთივე თანმიმდევრულად მკაცრი შეფასებაა საჭირო რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესიის ნებისმიერი სასულიერო პირის მიმართ“, - ამ გზავნილით „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია გამყრელიძესა და იმნაძეს მიმართავს. მისი თქმით, როდესაც ისინი ოპოზიციის მიერ ზუგდიდსი პირბადეების დარიგების საკითხს აკრიტიკებენ, ასეთივე მკაცრი შეფასება უნდა გააკეთონ მაშინაც, როცა ერთი კოვზით ზიარებაზეა საუბარი. „გასაგები იყო მათი მკაცრი გზავნილი და სამართლიანი ამ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ვინც ეს მძიმე შეცდომა დაუშვა ზუგდიდში. უბრალოდ მინდა თხოვნა, მოწოდება მქონდეს მათ მიმართი, რომ იყვნენ თანმიმდევრული, როცა ასე მკაცრად აფასებენ, ოღონდ დამსახურებულად, ასეთივე თანმიმდევრულად მკაცრი შეფასება ჰქონდეთ რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესიის ნებისმიერი სასულიერო პირის მიმართ, სადაც რისკები არანაკლებია კი არა, ბევრად მეტია, როცა ერთი კოვზით ზიარებაზეა საუბარი. ჩვენ აქ ასეთი მყარი და მკაფიო გზავნილი ვერ მოვისმინეთ და ეს ცუდია“, - განაცხადა ბოკერიამ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)