10:11 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 15:23:27, 1999 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება დღეს არ დგას

 „ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება დღეს არ დგას,  თუმცა, თუ ამის საჭიროება იქნება, არც ამას მოვერიდებით“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ხელისუფლება, ჯანდაცვისა შესაბამისი სტრუქტურები აკონტროლებენ არსებულ სიტუაციას და  ყველა შემთხვევაში გადიან, ფაქტიურად,  კვალზე ბოლომდე.​

„იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება დადგება და ის რისკები გაიზრდება, რომელსაც დღეს ჩვენ   მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, მაშინ არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას.  შეიძლება შემოვიღოთ წესრიგი, რომლის  დროსაც, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, გარეთ არ გამოვიდეს ადამიანი.  დღეს, კონკრეტულად, ამის აუცილებლობა ნამდვილად  არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ არც ამას მოვერიდებით და არსებობს შესაბამისი გეგმები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics