|
2020-03-27 14:22:26, 2052 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე - ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო
„ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო. კეთილი ინებოს ყველამ და თუკი რამე დახმარება სურს ვინმესთვის, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად“, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე გუშინ, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს. მამუკა მდინარაძის თქმით, მსგავსი აქციების ჩატარებისას, ორგანიზატორებმა შესაბამის ადგილობრივ სტრუქტურებთან უნდა ითანამშრომლონ და გამოიყენონ მათი კარგად გამართული მენეჯმენტი და შესაბამისად დატრენინგებული ადამიანური რესურსი. „ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო. კეთილი ინებოს ყველამ და თუკი რამე დახმარება სურს ვინმესთვის, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად. მათი დახმარებით და მათი რეკომენდაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გუშინ, ასევე წარმოიშობა საფრთხე და ეს იქნება არა ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამართული რაღაც აქცია, რომლის დროც დღეს ნამდვილად არ არის",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)