09:16 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 12:59:10, 1535 ნახვა

კომენტარი
ვიდეოჩანაწერების შექმნა და დაარქივება, რომლებიც იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში იქნა ნაჩვენები, სახელმწიფო ინსპექტორმა კანონიერად მიიჩნია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის 3 მარტის N გ - 1/100/2020 გადაწყვეტილებით შეაფასა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2020 წლის 21 იანვარს იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების შექმნის, მოპოვების, შენახვისა და გამჟღავნების კანონიერება. საქმე ეხება 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის საპასუხოდ გასაჯაროებულ ვიდეომასალას. 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. მოცემული დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი კითხვის ნიშნები ჩანაწერის დამზადების კანონიერებასთან დაკავშირებით.

ასევე, ინსპექტორის გადაწყვეტილების თანახმად, პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების დაარქივება/შენახვისას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით გათვალიწინებული მოთხოვნების დარღვევას.

ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ასევე ცალსახად არის მითითებული, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, როგორც პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის, მასში დასაქმებული პირების ინტერესების დაცვისა და სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების უსაფუძვლობის დადასტურების მიზნით, გააჩნდა საზოგადოებისთვის საპასუხო არგუმენტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის უფლება.

ამით ინსპექტორის აპარატმა გაიზიარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისას სამსახურის მიზანს წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და პირადი ღირსების შელახვის ფასად ახერხებენ მსჯავრდებულებზე ზრუნვას და დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ პირობებში სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც რეალობაზე მეტად ასახავდა არსებულ ნაკლოვანებებს არნახული მასშტაბით და უმეტეს შემთხვევაში ცდილობდა არარსებული რეალობის წარმოჩენას, საჭიროებდა სამსახურის მხრიდან შესაბამის ქმედებას. სწორედ პენიტენციურ სამსახურში და პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პირების კანონიერი ინტერესების, სამსახურის რეპუტაციის დაცვისა და რეალური სურათის ჩვენებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით (რაც გამოწვეულია პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე არსებული უმძიმესი მდგომარეობით, რადგან პატიმრებზე ძალადობა ქართული საზოგადოებისთვის არის მეტად სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხი) მიიღო სამსახურმა ზემოთხსენებული ჩანაწერების გასაჯაროების გადაწყვეტილება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების ჩაწერა/დაარქივების და გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ჩანაწერების ჩაწერა/დაარქივებასთან არსებობდა კითხვის ნიშნები, სახელმწიფო ინსპექტორის მოცემული გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული და ჩანაწერების როგორც შექმნა, ისე მათი შენახვა და დაარქივება კანონიერად იქნა მიჩნეული.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ოფიციალურად მიეწოდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, იხილეთ აქ:

http://www.sps.gov.ge/images/temp/2020/03/27/a766c47ed8fc2d8c6a7c566c3075f581.pdf

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics