|
2020-03-27 12:54:41, 1974 ნახვა
კომენტარი
კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები
„თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები“, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომლის თანახმადაც საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო, დედაქალაქის მერიც უნდა დაჯარიმდეს, რადგან მის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე 10-ზე მეტი ადამიანი იყო იმყოფებოდა. კალაძის თქმით, მის მიერ შეკრებილი ყველა ადამიანი წითელი ჯვრის მიერაა გადამზადებული და ყველა მათგანი შესაბამისი საშუალებებითაა აღჭურვილი. „ის რაც ვნახეთ, მგონი კითხვის ნიშნები არ არსებობს. კითხვის ნიშნები აქვს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები. თუ მართლა კეთილი ზრახვები აქვთ და მართლა უნდათ ხალხს დაეხმარონ, მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყველა ის საშუალებები, პროდუქტები და სხვა. ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას. იქ შეკრებილი ადამიანები, რომელზეც საუბარია, აბსოლუტურად ყველა არის გადამზადებული წითელი ჯვრის მიერ, ყველა არის აღჭურვილი შესაბამისი საშუალებებით და იცავენ უსაფრთხოების წესებს, რათა არ დაიზიანონ თავი და არ დააზიანონ სხვები“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ 15 000 ლარით დააჯარიმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)