|
2020-03-27 12:21:56, 1812 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე - თუ ეპიდვითარება გართულდა, დღის წესრიგში საყოველთაო კარანტინის შემოღების საკითხი დადგება
„თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა მიღწეული და ეპიდვითარება გართულდა დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვამელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში და ძალიან მალე შევალთ კრიზისულ პერიოდში, ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არის. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში და ძალიან მალე შევალთ კრიზისულ პერიოდში, ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემთხვევისა და გართულებული შემთხვევების ზრდა არ მივიღოთ, რომ შემდეგ ეს ტვირთი არ აღმოჩნდეს იმაზე მეტი, ვიდრე ამის დაძლევა ჯანდაცვის სისტემას შეუძლია. თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა მიღწეული და ეპიდვითარება გართულდა დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)