11:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 17:45:39, 2035 ნახვა

კომენტარი
დავით ჭიჭინაძე - ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა

„ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი „აბსოლუტური სიგიჟე იყო“.

„ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს აბსოლუტური სიგიჟეა! რადგან, მაშინ როდესაც ტურიზმიდან 3 მილიარდი შემოგვდიოდა, გადმორიცხვებით 2 მილიარდი, არამგონია ამის დაბალანსება სავალუტო რეზერვების გაყიდვით ვინმემ მოახერხოს.

ამასთან, არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას პასუხი არ გააჩნია, რეალურად სად გადის, ვინ ყიდულობს ამ ოდენობის ვალუტას?!კონვერტაციის პროცენტი მაინც დაუწესონ, ადამიანებს სასპეკულაციო სურვილი რომ დაეკარგოთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის თქმით, ქვეყანაში არსებული ფული სწორად უნდა დაიხარჯოს.

„ფული, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, სწორად უნდა იქნას დახარჯული და არა ასეთი თავისუფალი საბაზრო პრინციპებით, როდესაც არავინ იცის, ვინ სად, ან რა ვალდებულებებით რიცხავს ამ ფულს.

უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის განვითარება. გადასახადებისს დაწევა კონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია, მაგრამ ეს პირველ რიგში ადგილობრივ წარმოებას უნდა შეეხოს, ზოგ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს კიდეც გადასახადები“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics