00:00 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 17:08:16, 2572 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის ქართული წარმოების პირბადეების დარიგების პროცესს დაესწრო

„ქართული წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო იმ პრიორიტეტების მიხედვით, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა, სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჰიპერმარკეტ „გუდვილში" ვიზიტისას განაცხადა, სადაც ქართული წარმოების პირბადეების დარიგების პროცესს დაესწრო.

მისი თქმით, დღეს კომერციულ სექტორშიც, პრიორიტეტების მიხედვით  დავიწყეთ პირბადეების მიწოდება.

„ქართული წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო იმ პრიორიტეტების მიხედვით, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა, სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე - ამ კატეგორიაში არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში, პოლიციელები, სხვადასხვა კატეგორია, რომლებიც არსებული საფრთხეების მიუხედავად, ემსახურებიან მოსახლეობას. დღეს კომერციულ სექტორშიც, პრიორიტეტების მიხედვით  დავიწყეთ პირბადეების მიწოდება, პირველ რიგში, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ქართული წარმოების პირბადეები, რომლებიც მზადდება რამდენიმე საწარმოში, დარიგდება პრიორიტეტების მიხედვით იქამდე, სანამ არ აეწყობა მასობრივი წარმოება, რომელიც, დამოკიდებულია ნედლეულზე და სავარაუდოდ, მალე იქნება.

„ამ ეტაპზე პირბადეების მიწოდების პრიორიტეტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტ შეხებაში არიან სხვა ადამიანებთან და ყველაზე მეტად საჭიროებენ დაცვას ვირუსის გავრცელებისგან. მათ შორის არიან სასურსათო მაღაზიების თანამშრომლები -  მოლარეები, კონსულტანტები და ასე შემდეგ, რომლებსაც გადავცემთ მრავალჯერადი გამოყენების ქართული წარმოების პირბადეებს თავისი ინსტრუქციით და ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდებათ არამხოლოდ დიდ სასურსათო მაღაზიებს, არამედ მცირე საუბნო მარკეტებსაც, რაშიც  სამინისტროს დახმარებას უწევს  მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაცია.

 „ეს ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას,  ეს არის 2000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი ამ სექტორში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა, მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics