|
2020-03-25 12:23:38, 2840 ნახვა
ეკონომიკა
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით, 1.3 პროცენტით გაიზარდა
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 1.1 პროცენტიანი, ხოლო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.4 პროცენტიანი მატებით, რამაც, შესაბამისად, 0.62 და 0.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. საქსტატში აღნიშნავენ იმასაც, რომ წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.5 პროცენტით. საქსტატში განმარტავენ, რომ ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2 პროცენტიანი ზრდით, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)