|
2020-03-24 18:29:14, 2300 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი - მარნეულსა და ბოლნისსში კარანტინის დარღვევის მცდელობები იყო, თუმცა არავინ გაქცეულა და არავინ დაგვიკავებია
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მარნეულსა და ბოლნისსში კარანტინის დარღვევის მცდელობები იყო, კერძოდ, ადგილობრივები ცდილობდნენ შემოვლითი გზებით მუნიციპალიტეტების დატოვებას. თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოქალაქეები პოლიციელების დანახვისთანავე უკან გაბრუნდნენ და შსს-ს წარმომადგენლებს არ უწევთ დამატებითი ღონისძიებების გატარება. "იყო რამდენიმე მცდელობა, გუშინაც ღამით იყო მცდელობა, ზოგი ამბობდა ვსეირნობ, ზოგი- ბაღში გავდივარ სამუშაოდ. დღესაც იყო ერთი შემთხვევა, ისიც მობრუნდა, უკან წამოვიდა, რომ ხედავენ პოლიციელებს უკან ბრუნდებიან. რომ გითხრათ გაიქცა და დევნა განხორციელდა და დავაკავეთ, ასეთი თემა არ ყოფილა,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ კარანტინის ზომების დარღვევისთვის მოქალაქეებს 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, ხოლო, მისი გამეორებისთვის მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)