11:48 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 15:23:04, 2099 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ადგილობრივი წარმოების პირბადეები მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების პერსონალს დაურიგდებათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საქართველოში წარმოებული პირბადეები მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების მომსახურე პერსონალსაც დაურიგდება.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს ვისაუბრე თბილისის მერთან - მეტროპოლიტენის თანამშრომლები ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რომლებიც ასევე ყოველდღიურ შეხებაში არიან უამრავ ადამიანთან და ჩვენ პირბადეების ერთი ნაწილი მათთვისაც უნდა შევაგროვოთ და გადავინახოთ. ასევე სასურსათო მაღაზიებში დასაქმებული ადამიანები - ჩვენ უკვე შევისწავლეთ საჭიროება და მათაც მივაწვდით კომპანიებთან შეთანხმებით. ეს წრე თანდათან გაფართოვდება. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ ნედლეულის უწყვეტი და გარანტირებული მიწოდების პირობებში ჩვენ პირბადეები უკვე გაყიდვაშიც გავცეთ, მაგრამ ჯერჯერობით, რადგან ნედლეულის მოწოდება დოზირებულია და მუდმივ გადამოწმებას და დადასტურებას საჭიროებს, ჩვენ ამას თავად ვანაწილებთ, ცნობილი საჯარო პრიორიტეტების მიხედვით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics