01:36 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 14:50:49, 2290 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენი დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ის ადამიანები იქნებიან, ვინც მთავრობის დიდი მცდელობის მიუხედავად, სამუშაო ადგილებს დაკარგავენ

„ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე -  ჩვენი მთავარი ობიექტი ის ადამიანები არიან, ვინც, მიუხედავად მცდელობისა, სამუშაო ადგილების გარეშე დარჩებიან, რადგან ძალიან გაუჭირდა კერძო სექტორს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს როგორც ბიზნესსექტორის, ისე უმუშევრად დარჩენლი მოქალაქეების დახმარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს დღეებში საჯარო გახდება. 

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბიზნესისთვის გადასახადების სხვადასხვა წნეხი შევარბილოთ, მაგრამ ეს იმდენად დიდი და გლობალური ეკონომიკური კრიზისია მსოფლიოში, და საქართველო მსოფლიოს ნაწილია, რომ ვერ გამოვრიცხავთ - გვეყოლება ადამიანები, ვინც დაკარგავს სამუშაო ადგილებს, ისინი ჩვენი დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტია", - აღნიშნა მინისტრმა. 

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფოს დახმარების პროგრმა ორი მიმართულებით იმუშავებს: დახმარების ობიექტი ის ბიზნესები იქნება, რომლებიც ამ დახმარების შედეგად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები. 

„ჩვენ ასე დავიწყეთ და ამიტომაც დავეხმარეთ სასტუმროებს და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიას და ჯამში მათ ერთმილიარდლარიანი შეღავათები გავუწიეთ, რომ მათ აიღეს ვალდებულება - გარკვეული დროის  განმავლობაში პერსონალს არ შეამცირებენ, და ისინი მიყვებიან ამ შეთანხმებას. ანუ, ჩვენ ერთი მხრივ ვეხმარებით  ბიზნესს, რომ მან შეინარჩუნოს დასაქმებულები და სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, აქცენტი გვაქვს იმ ადამიანებზე და ფიზიკურ პირებზე, ვინც მიუხედავად მთავრობის დიდი მცდელობისა, მაინც დაკარგავს სამუშაო ადგილებს. ა,ი ეს ორი მიმართუელბა იქნება ასახული ჩვენს პროგრამაში, რომელიც ძალიან მალე გახდება საჯარო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics