09:52 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 18:51:35, 334 ნახვა

რომან გოცირიძე: ხელისუფლება ქვეყანას უდიდესი რისკის წინაშე აყენებს

ხელისუფლება ქვეყანას უდიდესი რისკის წინაშე აყენებს, - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაყადაღებას.

როგორც გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რუსთავი 2-ის დახურვა იმ მასშტაბის სამოქალაქო მღელვარებით დამთავრდება, რომელსაც „ვერც ეკონომიკა და ვერც კულისებიდან მართული ხელისუფლება ვერ გაუძლებს“. 

„რუსთავი 2-ის დახურვა დამთავრდება იმ მასშტაბის სამოქალაქო მღელვარებით, რომელსაც ვერ გაუძლებს ვერც ეკონომიკა და ვერც კულისებიდან მართული ხელისუფლება. 

ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს. თუნდაც ის, რომ გუშინ 800-მა რუსმა ჯარისკაცმა დაიწყო რკინიგზის გაწმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ენგურის საზღვრამდე, ის, რომ იმუქრებიან ახალი ემბარგოთი, ის, რომ კვლავ დადგეს გამაღიზიანებელი სასაზღვრო ნიშანი ხურვალეთთან. 

მეხუთე კოლონა ამოქმედდა. აქაც, ფეისბუკშიც. 

ბოლოს მიტინგზე ვიყავი 12 წლის წინათ, შევარდნაძის ჩამოგდების დღეს. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება, რომ არ დავუშვა რუსთავი 2-ის დამარცხება, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩვენი მომავლის დამარცხებაც იქნება“, - წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა - არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.
შეგახსენებთ არხის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო - 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics