|
2020-03-23 13:24:32, 1276 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი - მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, დავრჩეთ სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან
„დღეისათვის საქართველოში გვაქვს 54 ინფიცირების დადასტურებული ფაქტი, მაგრამ სასიამოვნოა ის, რომ უკვე 8 ადამიანია ვინც გამოჯანმრთელდა ამ ვირუსისგან და შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით უკვე, დატოვა სამედიცინო დაწესებულება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ სახლიდან. „საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, დავრჩეთ სახლში, და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან, ვინაიდან, ამ მოქმედებით ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს და ჩვენს გარშემომყოფებს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)