|
2020-03-23 12:57:16, 1330 ნახვა
კომენტარი
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა უნდა წარადგინონ ის საწარმოები, რომლებიც კარანტინის ტერიტორიაზე მუშაობას გააგრძელებენ
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დაევალათ იმ საწარმოთა ჩამონათვლის გაკეთება, რომლებიც კარანტინის ტერიტორიაზე მუშაობას გააგრძელებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, კარანტინის ტერიტორიაზე სპეციალური ზომების უზრუნველყოფის კოორდინაცია დაევალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ბატონ სოზარ სუბარს ის არის არის ყოველწუთიერ კავშირში ადგილობრივ ხელისუფლებასთან. „ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დავალებული აქვთ იმ საწარმოთა ჩამონათვლის გაკეთება ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლებიც გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა ეს მუშაობა გაგრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ, მკაცრად გაწერილი პროტოკოლოთ და მკაცრად იქნება დაცული ყველა რეგულაცია. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სპეციალური ზომების უზრუნველყოფის კოორდინაცია დაევალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ბატონ სოზარ სუბარს ის არის არის ყოველწუთიერ კავშირში ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ სრულად ვფლობთ ინფორმაციას და შესაბამისად, ისინი ითებენ აქედან გადაწყვეტილებებს და დავალებებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)