|
2020-03-21 22:42:48, 8396 ნახვა
ომი უკრაინაში
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის, COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტიარ არსებობს. მათივე ცნობით, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ სხვა ქვეყნებში ხდებოდა სხვადასხვა მედიკამენტების კლინიკური გამოცდა, მათ შორის: • რემდესივირი ინფექციური პათოლოგიის ცენტრში აცხადებენ, რომ არც ერთ ზემოთჩამოთვლილ მედიკამენტს არ აქვს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ოფიციალური რეკომენდაცია COVID-19-ის სამკურნალოდ. „ყველა ზემოაღნიშნული მედიკამენტი, ,,რემდესივირისა" და ,,ფავიპირავირის" გარდა, ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია და გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კვლევისა და სხვადასხვა ექსპერტს შორის ამ მედიკამენტების შედარებით ეფექტიანობაზე არსებობდა განსხვავებული აზრი. აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთ გაიდლაინებში რეკომენდებული აქვთ სხვადასხვა მედიკამენტები და/ან მათი კომბინაციები. ჩვენ ცალკეული კვლევების შედეგების, ექსპერტთა მოსაზრებების, ზემოთ აღნიშნული მედიკამენტების მოქმედების მექანიზმების და COVID-19-ის პათოგენეზის ანალიზის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზემოაღნიშნული მედიკამენტებიდან არჩევის პრეპარატად ჩაგვეთვალა ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი), რაც ასახულია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში. პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) აქამდე მალარიის და ზოგიერთი რევმატიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდადა ხელმისაწვდომია საქართველოში. საქართველოში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯერ კიდევ ა.წ. თებერვალში და ამ დღიდან დაწყებული ყველა ავადმყოფი (უსიმპტომო ავადმყოფების გარდა) იღებს მკურნალობას ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით). 19 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივCOVID-19-ის სამკურნალოდ და რომ ეს მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ. პარალელურად ,ზოგიერთმა ქვეყანამ და წამყვანმა სამედიცინო ცენტრმა ეს გადაწყვეტილება ასახეს თავიანთ ოფიციალურ რეკომენდაციებში. ამდენად, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ სრულად დაადასტურა, რომ ჩვენმა ცენტრმა თავის დროზე სწორი არჩევანი გააკეთა, რაც შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ძალიან წარმატებულად ხორციელდება COVID-19-ით პაციენტების, მათ შორის 80 წელს გადაცილებული ასაკის და სერიოზული თანხმლები დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობა და მენეჯმენტი (საქართველოში სადღეისოდ არ არის დაფიქსირებული COVID-19-ის არც ერთი ლეტალური შემთხვევა). გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ „პლაქვენილი“ გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით და არ გამოიყენება ამ დაავადების საპროფილაქტიკოდ. შესაბამისად, კატეგორიულად ვთხოვთ მოსახლეობას, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან მედიკამენტის არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ამ პიროვნების ჯანმრთელობას. გვინდა, გავაკეთოთ კომენტარი აგრეთვე მედიკამენტ ,,რემდესივირზე" , რომელზეც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მედიკამენტი რემდესივირი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია ,,Gilead"-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა. ამჟამად ძალიან სერიოზული ჯგუფების მიერ, მათ შორის აშშ ნაციონალური ინსტიტუტის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის, ,,Anthony Fauci"-ს მიერ, შეისწავლება ამ მედიკამენტის ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ და წინასწარი კვლევებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები. ,,Gilead Science" სწორედ ის კომპანიაა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს უფასოდ აწვდის მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს და შესაბამისად, აქვს საქართველოსთან მჭიდრო და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ უკვე მიმართეს კომპანია ,,GileadScience" -ს, მოაწოდოს საქართველოს მედიკამენტ რემდესივირის გარკვეული რაოდენობა და გვაქვს იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს“, – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის განცხადებაში.
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)