12:46 - 18 Aug, 2026
|
2020-03-21 16:07:55, 1419 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ყველაზე ზუსტი დრო იქნა შერჩეული
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნამდვილად იყო აუცილებელი იმისთვის, რომ პრევენცია სათანადო სახით განხორციელდეს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას დღესვე, პლენარულ სხდომაზე მიიღებს. „აქ არის იმგვარი შეზღუდვები დაწესებული, რომელიც არის აუცილებელი შესაბამისი პრობლემის დაძლევისთვის - კორონავირუსთან ბრძოლისთვის, შესაბამისად, შინაარსი არის აბსოლუტურად მისაღები, გამართული და თვითონ, როგორც უკვე აღვნიშნე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის დროული. ყველაზე ზუსტი დრო იქნა ამისთვის შერჩეული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)