|
2020-03-21 14:20:11, 1539 ნახვა
კომენტარი
პრემიერ-მინისტრი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს არსებულ შეზღუდვებზე საუბრობს
პრემირ-მინისტრი გიროგი გახარიამ იმ შეზღუდვების შესახებ განაცხადა, როემლიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოჰყვება. გთავაზბთ შეზღუდვების ჩამონათვალს უცვლელად. „საგანგებო ღონისძიებების ნუსხა განისაზღვრება ჩვენი მიმართვით პრეზიდენტის მიმართ მოიცავს და მთავრობას აძლევს შემდეგ მიმართულებებს - კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესები დარღვევისთვის გამოყენებულ იქნება სანქციები. საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდევბისა. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინე, საიზოლაციო, სამედიცინო მიზებისთვის სეზღუდოს საკუტრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მატერიალური საშუალებები. იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციების ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანის განხორციელება. აუცილებლობის შემთხვევაში, მტავრობაუზრუნველყოფს მედიკამენტებზე სამედიცინო მომსახურებასა და პირველად მოხმარების საგნებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათელბის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს. საჭიროების შემთევვაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათელბისა და უფლებამოსილების პირთა მობილიზება. საქართევლოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)