|
2020-03-19 21:43:51, 1372 ნახვა
კომენტარი
გახარია - დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სხდომაზე იმსჯელეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადები შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი აუციილებლობა ქვეყანაში არ არის. მისივე თქმით, როდესაც მათ ჯანდაცვის სისტემა გადასცემს ინფორმაციას, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. "იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა პრეზიდენტთან კომუნიკაციით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამოდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და აღსრუებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ - როგორც კი ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა დადგება და როგორც კი ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივირებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)