|
2020-03-19 15:24:02, 1234 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ ადამიანებში, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრამა ეკატერინე ტიკარაძემ განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ეტაპის გამოცხადება აუცილებელი. მისი თქმით, საკარანტინე სივრცეში 2000-მდე ადამიანია მოთავსებული და ელოდებიან, რომ მათგან კორონავირუსის ინფიცირების რიცხვი გაიზრდება და ამიტომ მიმართეს ამ ზომებს. "ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ გვაქვს პანიკის საფუძველი არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიყოთ ფრთხილად, არ ვიყოთ მობილიზებული, არ გავითვალისწინოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენთვის აუცილებელია მივსდიოთ რეკომენდაციას, შევასრულოთ ისინი მკაცრად, დავიცვათ სოციალური დისტანცია. ჩვენი პროგნოზი ეფუძნება, პირველ რიგში, იმ ფაქტს, რომ 2000-მდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში და ისინი ამ ეტაპზე საკარანტინე და საიზოლაციო სივრცეში იმყოფებია, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ მოქალაქეების რიცხვის ზრდას ველოდებით. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმის, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით შემდეგი პაციენტების მიღებისთვის", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)