|
2020-03-19 14:34:38, 1418 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი: მადლობა ყველა კომპანიას, ვინც ჩაერთო ჩვენს პროგრამაში და დაიწყეს პირბადეების წარმოება, მათ შორის, უსასყიდლოდაც
„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო იმ კომპანიებს, ვინც ჩაერთო ჩვენს პროგრამაში და მათ შორის, პირბადეების გარკვეულ რაოდენობას უსასყიდლოდაც ამზადებენ. პირველ რიგში, ეს არის „აჭარა ტექსტილის" საწარმო, სადაც ახლა ვიმყოფები, ასევე სხვა საწარმოებიც, მათ შორის სამკერვალო ფაბრიკა „მოვი", რომელიც პირბადეების გარკვეულ რაოდენობას უფასოდ ამზადებს. ასევე „სმარტფარმი", რომელმაც თავისი მარაგებიდან დოლბანდის მოწოდება უზრუნველყო, ასევე უფასოდ, ასევე კომპანია „სეზანი", რომელმაც უსასყიდლოდ დაამზადა და მოგვაწოდა ყუთები. ყველას დიდი მადლობა", - ეს განცხადება ნათია თურნავამ ფოთში, „აჭარა ტექსტილის" სამკერვალო ფაბრიკაში ვიზიტის დროს გააკეთა. ეკონომიკის მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსთან, გელა მგელაძესთან და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ის საწარმო დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო. „ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაღალია კონსოლიდაცია, სოციალური პასუხისმგებლობა, ერთიანი ვართ მთელი საზოგადოება, რაც მაძლევს იმედს, რომ შევძლებთ გადავლახოთ ეს გლობალური გამოწვევა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას შეფასებით, ყველაფერი დამოკიდებულია მარაგების უწყვეტ მოწოდებაზე, რაზეც ვმუშაობთ. „ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მეზობლებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საელჩოებთან ერთად და მსურს ყველას დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)