|
2020-03-18 17:46:00, 1481 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - სავალუტო ფონდთან ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით, განხილვა დავიწყეთ
დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, სოციალურ ქსელ Facebook - ის საშუალებით, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გააცნო. კომიტეტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაქერმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაწყებულია განხილვები ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გასულ წელს სსფ-თან გაფართოებული მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება წინდახედული ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, სსფ-სგან დახმარების მიღება ხელს შეუწყობს საქართველოსთვის სხვა დონორი ორგანიზაციებიდან მეტი რესურსის მოზიდვას. "მოგეხსენებათ, გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების 3 - წლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულება. სსფ-თან მოქმედი პროგრამის არსებობა საგარეო თუ შიდა შოკებთან გასამკლავებლად კარგ საშუალებას იძლევა. დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ უპირატესობას იყენებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია სავალუტო ფონდთან და უკვე დავიწყეთ განხილვები მოქმედი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარება სხვა დონორი ორგანიზაციებისგან დახმარების მიღების კარგ წინაპირობას ქმნის. მნიშვნელოვანი მოცულობის ფინანსური დახმარება ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებისა და საგარეო შოკის ეკონომიკაზე ზეგავლენის მინიმიზაციის საშუალებას მისცემს. ასევე, ეს ყველაფერი, მატერიალური ფინანსური რესურსების მობილიზაციის ჩათვლით, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე დადებითად აისახება", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძის თქმით, დონორებთან განხილვები დაწყებულია და დახმარების ზომა და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის, გაყიდოს უცხოური ვალუტის რეზერვები, სავალუტო ბაზრის მხარდასაჭერად.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)