|
2020-03-17 17:14:48, 1854 ნახვა
ეკონომიკა
ივა ჭყონია - როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მაღაზიებში საკმარისი მარაგია და მიწოდების პრობლემა არ იქნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მსხვილ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი. შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსთან დაგეგმილი ბროძოლის პრევენციული ღონისძიებებისა და დაგეგმილი რეგულარული შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხები იყო, მათ შორის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგებისა და არსებული ფასების შენარჩუნების საკითხი. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა, ბაზარზე პროდუქტის საკმარისი მარაგია და უსაფუძვლოა ის აჟიოტაჟი, რომელიც სოციალურ ქსელშია შექმნილი. „როგორც დედაქალაქის მაღაზიებში, ასევე რეგიონებშიც მარაგები არის საკმარისი და მიწოდების პრობლემა არ იქნება. ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ, არ მიეცნენ არანაირ პანკას, პანიკის საფუძველი ზუსტად რაც არის ახლა და პანიკაში ნაყიდი პროდუქცია იწვევს იმას, რაც ხდება ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით - ეს გაუფასურება უფრო მეტად დაარტყამს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება - პანიკურ სიტუაციაში პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენა. დამერწმუნეთ, რომ მარაგები საკმარისზე მეტია, და დეფიციტი არცერთი კუთხით არ შეიქმნება. არანაირი საფრთხე დეფიციტის შექმნის, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქციის, ამ ეტაპზე არ არსებობს", - აღნიშნა ივა ჭყონიამ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)