|
2020-03-17 16:25:02, 1504 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - მოვუწოდებთ მსხვილ სადისტრიბუციო-საბითუმო და საცალო ვაჭრობის კომპანიებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით - ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ
მოვუწოდებთ ყველა კომპანიას - იქნება ეს მსხვილი სადისტრიბუციო-საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის კომპანია, არავინ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟიური მოთხოვნით და არ აიწყოს ბიზნესგეგმები საერთო გაჭირვებაზე, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მსხვილ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი. შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსთან დაგეგმილი ბროძოლის პრევენციული ღონისძიებებისა და დაგეგმილი რეგულარული შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხები იყო, მათ შორის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგებისა და არსებული ფასების შენარჩუნების საკითხი. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, კომპანიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მარაგის თვალსაზრისით, პრობლემა არ არსებობს. „გავიარეთ ყველა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხი, რითიც შეიძლება გვერდში დავუდგეთ ამ კომპანიებს. მაგრამ სანაცვლოდ საკმაოდ მკაცრად მოვთხოვეთ, რომ მარაგების შევსება მოხდეს შეუფერხებლდ და სწრაფად. მივიღეთ დაპირება, რომ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ასევე მთავარი თემა იყო ფასები. მოვუწოდებთ ყველა კომპანიას - იქნება ეს მსხვილი სადისტრიბუციო-საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის კომპანია, არავინ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟური მოთხოვნით და არ აიწყოს ბიზნესგეგები. ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. თავის მხრივ, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რეალურ რეჟიმში ახორციელებს იმის მონიტორინგს, რომ არ მოხდეს საკვები პროდუქტისა და სხვა პირველადი მოხმარების საგნებზე შეფერხება. მისი თქმით, ამ მხრივ, პანიკის საფუძველი არ არსებობს. „ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვინმემ არ ისარგებლოს ბოროტად არსებული სიტუაციით და სპეკულატიური ფასები არ არსებობდეს. ამაზე ვიქნებით ძალიან მკაცრები, პრინციპულები და მომთხოვნები. მოვუწოდებთ ყველას, რომ ამისგან თავი შეიკავოს, რადგან ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)