14:23 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 13:25:16, 1663 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - კარანტინის წესის დამრღვევ პირთა მიმართ, დამატებითი სანქციები დაწესდება

„მინდა, უმრავლესობის ლიდერს ვთხოვო, რომ დაამუშავოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ კარანტინის წესის დარღვევის თითოეული შემთხვევა ერთგვარ გადაცემის რისკს ზრდის, ამიტომ საჭიროა ამ ცვლილების მიღება.

„მინდა, უმრავლესობის ლიდერს ვთხოვო, რომ დაამუშავოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები.

კარანტინის წესის დარღვევის თითოეული შემთხვევა, რაზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და მათი წარმატებით მართვა შეძლო, წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ ახლა არ გავქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, ვთხოვ, თქვენთან ერთად დაამუშავოს ცვლილებები, რომელიც ამისთვის იქნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics