|
2020-03-14 11:48:05, 1552 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრებისა და ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სავაჭრო ცენტრებისა და ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად მათ წინაშე არსებული გამოწვევები, პრევენციული ზომები და სავაჭრო ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ხარძიანი და ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, მთავარი განსახილველი საკითხი ობიექტებში არსებული პროდუქციის მარაგი იყო, რასთან მიმართებითაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა თქმით, პრობლემა არ არსებობს. „პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ მარაგებთან დაკავშირებით და დავრწმუნდი, რომ ამ კუთხით, პრობლემა პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არ არსებობს და მომარაგება ხდება შეუფერხებლად", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე მსჯელობა შედგა სავაჭო ობიექტებში სანიტარულ-ჰიგიენური დაცვის ზომებზე და ამ მხრივ მათ კიდევ ერთხელ მიეცათ რეკომენდაციების ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან. „სავაჭრო ცენტრები მზად არიან ვირუსის გავრცელების პრევენცია კიდევ უფრო მეტად მოახდინონ თავიანთ ქსელებში. ის ობიექტები, ვინც ვაჭრობს დისტანციურად, ფიქრობენ, როგორ გააძლიერონ ამ კუთხით ინფრასტრუქტურა და ნაკლები კონტაქტის მეშვეობით მოხდეს ვაჭრობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ ზოგადად სხვა გამოწვევებზე, რაც მთლიანად ეკონომიკას და დარგს უდგას. რაც მთავარია ვხედავთ, რომ მარაგების მომარაგების თვალსაზრისით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს, ობიქტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში და წუხილის საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. შეხვედრაზე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა ისაუბრეს პრევენციის ზომებზე, რომლებიც მათ უკვე მიიღეს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და ასევე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ისინი სამომავლოდ მიიღებენ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ პრევენციულ ზომებზე, როგორიცაა სავაჭრო ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების დანერგვა, უკონტაქტო ვაჭრობის სერვისების განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. გადაწყდა, რომ მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამომავლოდ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
სააკაშვილი - ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ
ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



