|
2020-03-12 12:42:09, 1650 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მზად ვართ, ბიზნესს სტიმულირების კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ
„პრემიერ-მინისტრმა დღეს ეკონომიკურ გუნდს დაგვავალა, დღის ბოლომდე შევიმუშავოთ ბიზნესის სტიმულირების ერთიანი კომპლექსური გეგმა. გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და დღის ბოლომდე მას დავხვეწთ. ყველაფერი დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის წახალისების ღონისძიებებზე მუშაობით, მაგრამ, კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, მზად ვართ, უფრო კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ ეკონომიკას და ბიზნესს. გეგმა არ მოიცავს მხოლოდ ტურიზმს, არამედ შეეხება ზოგადად ბიზნესის სტიმულირებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, ბიზნესის სტიმულირების სამოქმედო გეგმა საჯარო რამდენიმე დღეში გახდება. მისი თქმით, გეგმაში ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ტურიზმის ინდუსტრიას შეეხება. „ტურიზმი, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზზე მყოფი ინდუსტრიაა. ის ზარალდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ შეგნებულად მივმართავთ იზოლაციას, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და სხვათა შორის, მომავალი ტურისტებიც იმისგან, რომ საქართველო არ გახდეს ვირუსის საკმაოდ მაღალი გავრცელების კერა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კვლავ დავრჩეთ უსაფრთხო ქვეყანა და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც განვიმტკიცოთ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი," - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, მსოფლიო კონსოლიდირებულია კორონავირუსის გლობალური პრობლემის მოსაგვარებლად. „დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად ჩვენ გადავლახავთ ან შევარბილებთ ამ გამოწვევას. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური პრობლემის გადალახვა მთლიანად მსოფლიოში. საჭიროება გვიჩვენებს, რომ ჩვენ წინმსწრებად, სანამ სერიოზული ზეგავლენა მოხდება ჩვენს ეკონომიკაზე, დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებზე; ზრუნვა ბიზნესზე; ზრუნვა დასაქმებაზე. სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება განმსჭვალული გეგმა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას და ბიზნესს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)