|
2020-03-06 18:28:40, 3645 ნახვა
კომენტარი
თურნავა - უზრუნველვყოფთ იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას, ვისაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჰქონდა
„უზრუნველვყოფთ იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას, ვისაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჰქონდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია უკვე შედგა „ვიზეართან" და „რაინეართნ" და მათი მხრიდან რაიმე სახის მოთხოვნა ამ ეტაპზე არ წამოსულა. „ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება იმისგან, რა პრაქტიკაც დღესდღეობით მსოფლიოშია. რა თქმა უნდა, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ვინაიდან იტალია არის მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნად მიჩნეული ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობთ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას ავიაკომპანიებიც გაგებით მოეკიდებიან", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. ნათია თურნავამ სექტორთან კორონა ვირუსის ფონზე არსებული გამოწვევები და მათი დარეგულირების საკითხი განიხილა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)