|
2020-03-05 17:54:05, 2417 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე დემოკრატიის ინდექსის გაუარესებაზე - უდიდესი წარმატებაა, როცა მხოლოდ ერთ ან ორ ქულიან სხვაობაზე გვაქვს საუბარი
„ჩვენ ერთ და ორ ქულაზე გვაქვს იმის წინა წელთან შედარებით სხაობა მხოლოდ. ეს არის მხოლოდ უდიდესი წარმატება. მე ძალიან გულწრფელად ვამბობ“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2009 წელს რა დარტყმებიც საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას მიადგა, იმ ფონზე პრაქტიკულად იგივე მონაცემები, რომ გვაქვს ეს არის დიდი გამარჯვება. „2009 წელს რა პიარული ინფორმაციული დარტყმებიც საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას მიადგა იმ ფონზე პრაქტიკულად იგივე მონაცემები, რომ გვაქვს ეს არის მართლა დიდი გამარჯვება. თქვენ წარმოიდგინეთ ერთ და ორ ქულაზეა ლაპარაკი მაშინ, როდესაც მთელი სისტემა, ოპოზიციური მთელი სპექტრი თავისი ლობისტებით მომართული იყვნენ იმისაკენ, რომ საქართველოსკენ ყოფილიყო ლაპარაკი, რომ აქ დაინგრა დემოკრატია და უკან წავედით, გაჩერდა ქვეყანა და ა.შ ამ ფონზე ჩვენ ერთ და ორ ქულაზე გვაქვს იმის წინა წელთან შედარებით სხაობა მხოლოდ. ეს არის მხოლოდ უდიდესი წარმატება. მე ძალიან გულწრფელად ვამბობ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, freedom house-მა ქვეყნებში დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვიტაც საქართველო 61 ქულით შეფასდა და ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოთა რიგებში დარჩა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით ინდექსი ორი პუნქტით გაუარესდა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)