|
2020-03-05 12:26:33, 2660 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა
„ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით გაიზარდა და 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა“, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა. მათი ცნობით, 2019 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.7 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 27.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. „ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით გაიზარდა და 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 13.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.7 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 27.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 36.2 პროცენტი, საშუალოზე - 27.3 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 36.5 პროცენტი“, - წერს საქასტატი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)