|
2020-03-04 15:24:29, 1738 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი პრეზიდენტის გამოსვლაზე - მე რომ გამომსვლელის ტრიბუნასთან ვყოფილიყავი, იგივე თემებზე გავაკეთებდი აქცენტებს
„მე რომ გამომსვლელის ტრიბუნასთან ვყოფილიყავი, ალბათ იგივე თემებზე გავაკეთებდი აქცენტებს“, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის გამოსვლას პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, საერთოდ ურთიერთბები საქართველოში მნიშვნელოვნად შეიცვალა და სამწუხაროა, რომ ცუდ მაგალითს აძლევენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები ამას. „საერთოდ ურთიერთბები საქართველოში მნიშვნელოვნად შეიცვალა და სამწუხაროა, რომ ცუდ მაგალითს აძლევენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები ამას. მე რომ გამომსვლელის ტრიბუნასთან ვყოფილიყავი, ალბათ იგივე თემებზე გავაკეთებდი აქცენტებს. ვინაიდან ახალგაზრდებისთვის მეტი სტიმული, მეტი კარგი მაგალითია მისაცემი მითუმეტეს, რომ საქართველოს თავის ტრადიციებიდან და იმ ყოველდღიურობიდან გამომდინარე, უამრავი აქვს ასეთი წესიერი და კარგი მაგალითი“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ. ვოლსკიმ ისაუბრა სეწყალების თემაზეც, რომელზეც პრეზიდენტმა კომენტარი არ გააკეტა მოხსენებაზე და თქვა, რომ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკულიც, უკიდურესად კრიტიკულიც და მომავალზე ორიენტირებული კომენტარები პრეზიდენტმაც არაერთხელ გააკეთა. „მე ვფიქრობ, რომ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკულიც, უკიდურესად კრიტიკულიც და მომავალზე ორიენტირებული კომენტარები პრეზიდენტმაც გააკეთა, მეც გავაკეთე და ჩემმა კოლეგებმა და ოპონენტებმაც გააკეთეს. ამ ტემასთან დაკავშირებით კითხევბი ამოწურული არასდროს არ იქნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)