23:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 11:14:22, 977 ნახვა

კომენტარი
ბესელია პრეზიდენტის მოხსენებაზე - მან უცილობლად უნდა ისაუბროს პოლიტიკურად მწვავე პროცესსა და გამოსავალზე

„ჩიხური ვითარებაა და გამოსავალია მოსაძებნი დიალოგისა და კომპრომისის გზით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მან, ალბათ, უცილობრივ უნდა ისაუბროს ამ პოლიტიკურ მწვავე პროცესზე, გამოსავალზე“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდეტი სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო სისტემაზე, კომპრომისის აუცილებლობაზე, ძალადობრივ გარემოსა და  20 ივნისი ღამეზე.

 „პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ამ დროსა და ვითარებაში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეხლა, ვიდრე ეს იქნებოდა, მაგალითად თუნდაც გასულ წელს. იმიტომ, რომ ეს არის საარჩევნი წელი, ეს არის ძალიან რთული პოლიტიკური გამწვავებული ვითარების ფონზე, როდესაც ჩიხური ვითარებაა და გამოსავალია მოსაძებნი დიალოგისა და კომპრომისის გზით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მან ალბათ უცილობრივ უნდა ისაუბროს ამ პოლიტიკურ მწვავე პროცესზე, გამოსავალზე და ასევე ველოდები, რადგან ის არის ქალი პრეზიდენტი, ბოლო პერიოდში ისევ დგას მწვავედ ქალთა ძალადობისა და ქალის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და აქ სად ხედავს ის თავის როლსა და პრეზიდენტის თუნდაც მანდატს, რა შეიძლება რომ გაკეთდეს. მგონია, რომ უნდა შეეხოს ისეთ მწვავე თემებს, რომელიც დღეს ყველაზე პრობლემატურია ქვეყნისთვის. ესაა პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო სისტემაზე, კომპრომისის აუცილებლობა, ძალადობრივი გარემო, 20 ივნისი - მე მაქვს მოლოდინი, რომ ამ ყველაფერზე უნდა ისაუბროს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics