|
2020-03-03 18:40:46, 1557 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე თალაკვაძის განცხადებაზე - ციფრებით თამაშით და სხვადასხვა მაქინაციებით ოპოზიციურ ერთობას ვერ დაშლით
„ცდილობთ ხალხი ციფრებით თამაშში შეიყვანოთ, ახლა იქამდე მიხვედით, რომ თურმე „ამერიკის ხმამ“ არ იცის ინგლისური და მარტო თქვენ იცით“, - ასე ეხმაურება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი სხვადასხვაგვარად თარგმნის ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას. ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი ოპოზიციური ერთობის დარღვევაა. „დღეს მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება და აუცილებლად ჩავთვალე გამოვხმაურებოდი ამ განცხადებას. უკვე მერამდენედ ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი არის ოპოზიციის ერთიანობის დარღვევა. რას არ აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ეს არ გამოდის არანაირად. ყოფენ ასეთებად და ისეთებად, ნულ პროცენტიანებად და ბევრ პროცენტიანებად, ნაციონალებად და არანაციონალებად. ათასნაირ ფორმულირებას იგონებენ, მაგრამ ეს კოვზი უკვე ნაცარშია ჩაგდებული და ბევრჯერ ერთი და იგივეს აკეთებენ. თუ ნულ პროცენტიანია ოპოზიცია და არანაირი ძალა არ გვაქვს, მაშინ რატომ გეშინიათ პროპორციული არჩევნების? დანიშნეთ პროპორციული არჩევნები და თქვენ თუ ამხელა მხარდაჭერა გაქვთ, შეგიძლიათ მოიგოთ ნორმალურად არჩევნები. სწორედ იმიტომ, რომ თქვენი ყოველდღიური აქტივობა და კამპანია გაკლებთ მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან, ყველაფერს ცდილობთ, რომ ეს მაქინაციები ჩაატაროთ. ცდილობთ ხალხი ციფრებით თამაშში შეიყვანოთ. ახლა იქამდე მიხვედით, რომ თურმე „ამერიკის ხმამ“ არ იცის ინგლისური და მარტო თქვენ იცით ინგლისური. სადამდე უნდა წახვიდეთ? სადამდე უნდა დაეცეთ? ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად და გეგმაზომიერად ვიმოქმედებთ. საერთო ოპოზიციური თანამშრომლობის ფორმატს თქვენ ვერაფრით ვერ დაშლით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)